ხატია დეკანოიძე: სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდა, რაც ნდობას შეამცირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდა.
მისივე თქმით, ეს ნდობას შეამცირებს.
„ეს ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ, რადგან ცესკო-ში უკვე არსებულ კლანთან დაახლოებულ პირებს წარმოადგენენ. რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც პოლიტიკურად სრულიად მიუკერძოებლები იყვნენ, მათ შორის, კომისიის წევრებად და თავმჯდომარეობის კანდიდატებად. ეს საკონკურსო კომისიამ არ გაითვალისწინა. ჩვენი მოსაზრება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას სრულიად ეთანხმება. სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდა, რაც ნდობას შეამცირებს. შეთანხმების მონუმენტი იყო, რომ ამ პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იმავე გზებს დაადგა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.