მიხეილ სარჯველაძე: ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები

“ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც გამოვლინდნენ კანდიდატები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთ უპატიოსნო და პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებს არასამთავრობო სექტორისგან ვისმენთ, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას.

„არასამთავრობოების მხრიდან ისმის მოწოდებები, რომელიც წინასწარ მოსალოდნელი იყო ოპოზიციური ლიდერებისგან. გასაგებია, რომ ოპოზიცია დესტრუქციული, უსამართლო და უპატიოსნო ხერხებით ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას, მაგრამ ეს მათ ინტერესში შედის. თუმცა, როდესაც ასეთ უპატიოსნო და პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებს არასამთავრობო სექტორისგან ვისმენთ, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. მათი მხრიდან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად არადამაჯერებელი. ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც გამოვლინდნენ კანდიდატები“, – აცხადებს სარჯველაძე.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები