ირაკლი ქადაგიშვილი: ჯვარი, ევროკავშირი და დროშა ძალიან კარგი შეხამებაა, თავი უნდა დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას

“ჯვარი, ევროკავშირი და დროშა ძალიან კარგი შეხამებაა, თავი უნდა დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არცერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მხარდაჭერას არ იწვევს, პირიქით, მოსახლეობას აღიზიანებს.

„ჯვარი, ევროკავშირი და დროშა ძალიან კარგი შეხამებაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ჯვართან დაკავშირებულია. ქვეყნის მომავალი ჯვართან იქნება დაკავშირებული და ამავე დროს ევროკავშირთან. როცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ ვყალიბდებოდით, მაშინ ყალიბდებოდა ევროპაც ქრისტიანულ სახელმწიფოდ, ცოტა ადრე თუ გვიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ, ეს ერთობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ისე, რომ ჩვენ დავიწყოთ ვნებათაღელვა, ვიღაც მოვიდეს და ამ ჯვრის აღება მაინცდამაინც ახლა მოინდომოს, შემდეგ ამას მოჰყვეს მეორე მხარის მოსვლა, იქ კიდევ ახალი დაპირისპირების კერის შექმნა – თავი უნდა დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას. ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას სხვა მიზნები, მოთხოვნები აქვს. არც ერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მხარდაჭერას არ იწვევს, პირიქით, მოსახლეობას აღიზიანებს. თავი უნდა დავანებოთ ისეთი თემების ხელოვნურად შემოტანას, რომელსაც ქვეყნისთვის არასასურველი იმიჯი და მოსახლეობაში დაპირისპირების გაღრმავება შემოაქვს. ცივილიზებული სამყარო ქრისტიანობაზე წარმოიშვა და ამის დაპირისპირებას ნურავინ შეეცდება, რადგან ისტორიის წინააღმდეგ სვლაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები