რომან გოცირიძე: პრეზიდენტმა კომისიის მიერ შერჩეული, ცესკო-ს თავმჯდომარეობის ეს ორი კანდიდატურა არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა, მას არავინ არაფერს ეკითხება

“პრეზიდენტმა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული, ცესკო-ს თავმჯდომარეობის ეს ორი კანდიდატურა არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა, მას არავინ არაფერს ეკითხება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ კანდიდატურას წარადგენენ, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს.

„ეს კიდევ ერთი უხეში დარღვევაა შარლ მიშელის შეთანხმების. ახლა ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებენ, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს პირველი-მეორე მაღალი კვორუმით და იქნება დროებითი, ექვსთვიანი ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დაბალი კვორუმით „ქართული ოცნების” მიერ იქნება დამტკიცებული. ფაქტობრივად, ეს არის ამ პროცესის ჩაშლა. პრეზიდენტმა ეს ორი კანდიდატურა არ უნდა წარმოადგინოს, თუმცა, მას არავინ არაფერს ეკითხება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები