გორში გაზგასამართ სადგურზე ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულია 3 ადამიანი
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ,,გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, სამივე პაციენტს აღენიშნება ხანძრის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.