მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ბატონ გიორგი გახარიას ბრალდებების ასე თავისუფლად წამოყენების უფლება ჰქონდეს

“არ მგონია, ბატონ გიორგი გახარიას ბრალდებების ასე თავისუფლად წამოყენების უფლება ჰქონდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ასეთ ბრალდებებს აყენებენ ადამიანები, საკუთარ წარსულსაც უნდა გადახედონ ამ მიმართულებით.

„გარკვეული მორალური უფლებაც უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ ასეთი ბრალდებები წამოაყენონ. საკუთარ წარსულსაც უნდა გადახედონ ამ მიმართულებით – როგორი იყო მათი განვლილი კარიერა და გამოცდილება. შესაბამისად, არ მგონია, ისეთი პირობები ჰქონდეს ბატონ გიორგი გახარიას, რომ ბრალდებების ასე თავისუფლად წამოყენების უფლება ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი გახარიას განცხადებით, „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები