ივლისის თვეში უკვე მეექვსე მიწისძვრა იყო დმანისში სოფელ სამებასთან.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
თბილისის დროით 14:03 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდა იყო.
ცნობისთვის, სეისმური აქტივობა სოფელ სამებასთან დღეს დილითაც დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით 10:26 საათზე დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.