ალეკო ელისაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით ნდობა არავის დაუმსახურებია, ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით ნდობა არავის დაუმსახურებია.

მისი თქმით, ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს.

“ნდობა ჯერჯერობით არავის დაუმსახურებია. განსაკუთრებით, გუშინდელ კანდიდატ თევზაძეს, რომელსაც, იმედი მაქვს, მხარდაჭერა არ ექნება. სხვები ვნახოთ. შთაბეჭდილება არავის მოუხდენია, ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს, ვითომ, „კლანი“ არ არსებობს. რომ მეთქვა ვინმეზე, რომ ეს არის პრინციპული, მტკიცე, ჩამოყალიბებული თავდაჯერებული მოსამართლე, რომელიც მართლა მოსამართლეობას იმსახურებს, ასეთი შთაბეჭდილება ჯერჯერობით არავის დაუტოვებია. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დამოკიდებულია იმაზე, ვინ რა შთაბეჭდილებას დატოვებს. წინასწარ არც ის განწყობა არ გვაქვს, რომ არავის დავუჭიროთ მხარი, ვინც რა შთაბეჭდილებას დატოვებს, ისე ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები