მეუფე იაკობი: ცხოველთა სამყაროზე ვრთავ, იქ მშვიდად არის სიტუაცია
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ თბილისში ბოლო ორი დღის განმვალობაში მიმდინარე მოვლენებისას სასულიერო პირების მხრიდან ძალადობისკენ მიმართული მოწოდებები არ სმენია.
მისივე თქმით, ქრისტე მოძალადე არ იყო, ამიტომ, მისი მიმდევრები მოძალადეები ვერ იქნებიან.
“სასულიერო პირი, მასე რამდენი ადამიანიცაა, რაღაცას მოუწოდებს… ქრისტე არ იყო მოძალადე, ამიტომ, ჩვენ მისი მიმდევრები მოძალადეები ვერ ვიქნებით. თუ ვინმეს რამე ეკუთვნის სჯულის კანონის მიხედვით, ყველაფერი მაგის მიხედვით განხორციელდება. თავზე ხელს არავის არ გადაუსვამენ. მოძალადე არ მინახავს არავინ, განცხადებებიც არ მინახავს, არ ვუყურებ ხოლმე ეთერს. ცხოველთა სამყაროზე ვრთავ, იქ მშვიდად არის სიტუაცია”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.