გურამ მაჭარაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით ობიექტურობას გამოიჩენს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით ობიექტურობის გამოჩენის მოლოდინი აქვთ.
„კანონმდებლობის შესაბამისად, უახლოეს დღეებში პრეზიდენტისგან ველოდებით კანდიდატებს ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გვექნება კონსულტაციები გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციასთან. გვაქვს სურვილი და ნაწილობრივ მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია გამოიჩენს ობიექტურობას, ანუ მიდგომები კანდიდატების მიმართ იქნება ობიექტური. რა თქმა უნდა, პროცესი არ უნდა შეჩერდეს, მაგრამ გვაქვს სურვილი, საპარლამენტო ოპოზიციასთან შევჯერდეთ, თუ ობიექტურად მიუდგება და მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.