გიორგი ცუცქირიძე: საქართველო როგორც LGBT თემის, ისე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საშუალო ევროპული ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირს წევრ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა – იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ლიტვა და ლატვია

„ის, რაც ჩვენთან ბოლო ორი დღეა, ხდება, არც მისაღებია და არც ნორმალური, ძალადობაც ცალმხრივად დასაგმობია, ამ ვანდალიზმში მონაწილე იმ პირებმაც, ვინც იძალადა პასუხი უნდა აგონ, მაგრამ ზედმეტად დრამატიზირება, რასაც განსაკუთრებით ახლა ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი მედია უწყვეტ რეჟიმში გადასცემს, პოლიტიკური სპეკულაციის და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ წაყვანის აშკარა ელფერს უფრო ატარებს,“ – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში LGBT თემის ირგვლივ, სხვა ქვეყნებთან არის შესადარებელი და ამის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ინდექსი Rainbow Europe ინდექსია.

„აღნიშნული ინდექსი აერთიანებს როგორც LGBT თანასწორობის იურიდიულ ინდექსს, რომელიც ეფუძნება Rainbow Europe Map- ს, ასევე LGBT ადამიანების სოციალური კლიმატის მიმოხილვას, რომელიც ეფუძნება ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინტერსექს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ყოველწლიურ მიმოხილვას.

“ცისარტყელა ევროპა” ევროპის 49 ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ალაგებს 0% (ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, დისკრიმინაცია) და 100% (ადამიანის უფლებების პატივისცემა, სრული თანასწორობა) ქვეყნების კანონებისა და ოფიციალური პოლიტიკის საფუძველზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს LGBT ადამიანების უფლებებზე 6 კატეგორიაში: თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა; ოჯახი; სიძულვილის დანაშაული და სიძულვილის ენა; გენდერული იურიდიული აღიარება და სამოქალაქო საზოგადოების სივრცე და თავშესაფარი.
ქვეყნისთვის მინიჭებული ფერი გაძლევთ მითითებას, თუ სად არიან განლაგებული ქვეყნები 0% (ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, დისკრიმინაცია) და 100% (ადამიანის უფლებების დაცვა.
საქართველო 49 ქვეყანას შორის არის 32 ადგილზე და გადის ე.წ ყვითელ ზონაში, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან და შვეიცარიიასთან ერთად და უსწრებს ევროკავშირს წევრ ისეთ ქვეყნებსაც როგორიცაა – იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ლიტვა და ლატვია.
ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კულტურა, რომელიც ბოლო ოცი საუკუნეა, ორთოდოქსალურ ქრისტიანობას ეყრდნობა, ამ საკითხში იქნება უფრო კონსერვატორული და ვერ იქნება სკანდინავიის ქვეყნების ან ჰოლანდიის დონეზე, მაგრამ რაიმე ტრაგიზმი არც ეს უნდა იყოს. ყველა ქვეყანა საკუთარი ისტორიული გამოცდილებით არის შესაფასებელი და ეს ამ რეიტინგებიდანაც იკითხება. მტკიცებებიც ჩვენს არაევროპულ მენტალობაზე და ოცნების მართველობისას, გაზრდილ ჰომოფობიურ განწყობებზეც არის აშკარად გადაჭარბებული.

აქედანაც ჩანს, რომ საქართველო როგორც LGBTI თემის, ისე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საშუალო ევროპული ქვეყანაა, რომელიც გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ჩვენი რეგიონის ქვეყნები, და რუსეთია, რომელიც სულაც 46 ადგილზეა“ – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები