თამარ ტალიაშვილი: ჩვენი ევროპული გზა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი
“პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის დროშის აღმართვა არის მკაფიო და ხმამაღალი გზავნილი ყველას გასაგონად და დასანახად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენი ევროპული გზა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი”,
– ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დროშის აღმართვას.
„დღეს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავად, საკუთარი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო და ხმამაღალი გზავნილი ყველას გასაგონად და დასანახად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენი ევროპული გზა არის:
საქართველოს ისტორიული არჩევანი;
ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დღევანდელი არჩევანი;
გამთლიანებული საქართველოს მომავლის არჩევანი;
საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი“, – წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ის გვერდზე.