შსს რუსთაველზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფ მედიასაშუალებებს მივმართავთ, უახლოეს 10 წუთში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეიკრიბონ შეთანხმებულ ადგილზე, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

“უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით იგეგმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ – დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტატო კუჭავა – 577 77 16 12

ანანო ბარაბაძე – 599 298581”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები