რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს
რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი სავარაუდოდ დუმილის აქციის მონაწილეთა გასაყვანად მოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ.