ვაჟა სირაძე: აქცია დასრულებულია -პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით აქცია დასრულებულია.

მისივე თქმით, პოლიციის დახმარებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.

“უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის ტერიტორიიდან. აქცია დასრულებულია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ სიტუაციაში დაარეგულიროს სიტუაცია და ასეც არის. მშვიდობით დასრულდება ყველაფერი”, – აცხადებს სირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები