უკონტროლოდ ნასროლი ქვები აქციაზე (ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე რადიკალურად განწყობილი კონტრაქციის მონაწილეების ნასროლი ქვები მდუმარე აქციის მონაწილეებს, სამართალდამცავებს და პოლიციის ავტომობილებს მოხვდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები, იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი რუსთაველის გამზირიდან იტყობინება ზაზა სირაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, “პრაიდის” მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება პოლიციის მანქანებით შესთავაზა.
რუსთაველის გამზირზე, სადაც მდუმარე აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს, ვითარება პერიოდულად იძაბება.