სოლიდარობის აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს

სოლიდარობის აქციის მონაწილეების ნაწილი ამ წუთებში რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს.

ისინი ტერიტორიას სამართალდამცველთა დახმარებით ტოვებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვისა და რკინის ბარიკადების გარღვევა სცადეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები