აგრესიულად განწყობილი კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ პარლამენტის შენობას მიუახლოვდნენ
კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცველების რკინის ჯებირების გარღვევას ცდილობენ.
მათ ამ წუთებში პოლიციის კორდონის ერთი მონაკვეთი გაარღვიეს და პარლამენტისკენ მიიწევენ.
როგორც “კვირას” ჟურნალისტი რუსთაველის გამზირიდან იტყობინება, რადიკალურად განწყობილთა ნაწილი კონტრაქციის მონაწილეებისკენ სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიცია მოძალადეების ადგილიდან გარიდებას განაგრძობს.