სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე პირი ტერიტორიას გაარიდეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც მდუმარე აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს, პერიოდულად ვითარება იძაბება.
კონტრაქციის მონაწილეები შეძახილებით შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. ამასთან, სხვადასხვა ლოკაციაზე ხელჩართული დაპირისპირებაც დაფიქსირდა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიიდან იტყობინება, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი სიტუაციას გაარიდეს.