რუსთაველის გამზირზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება
რუსთაველის გამზირზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიას გაარიდა, თუმცა დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აპირებენ მივიდნენ პარლამეტის ტერიტორიაზე, სადაც დღეს სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.
გადაკეტილია „თბილისი მერიოტიდან“ თავისუფლების მოედნამდე ტერიტორია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიასთან იმყოფებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას ჩაშლიან.
მათივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დიდი რაოდნეობით მოგროვდებიან, აპირებენ შეიჭრან იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.