ამირან სალუქვაძე მიმდინარე ამბებზე: იგებს რუსეთი, აგებს საქართველო
„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, განვითარებული მოვლენებით რუსეთი იგებს.
“ამ დღეების ამბებზე ერთ კითხვას დავსვამ: რომელი ქვეყანა იგებს და რომელი ქვეყანა აგებს ამ ყველაფრით?
პასუხები მარტივია: იგებს რუსეთი, აგებს საქართველო.
მიზნები:
– შიდა ქაოსის გამოწვევა;
– საქართველო- დასავლეთის ურთიერთობების დაზიანება;
– ხელისუფლების დაზიანება.
ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი. ესაა ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები.
გავიმეორებ, რაც 30-ში, 1-ში და 4-ში დავწერე, ლგბტ პირები ფეხებზე ჰკიდიათ. ესაა კონკრეტული ძალების ორგანიზებული, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და კავშირში არაა ვინმეს უფლებების დაცვასთან.
საოცარ განცხადებებს ვუსმენდი დღეს. თავის დაორგანიზებულ პრაიდს ტენიან მთავრობას, ხელისუფლება პრაიდს ამოეფარა მედიის დასაშინებლადო. ხომ მაგარი აბსურდია?
სხვები ითვლიან რომელმა პარტიამ მოიგო და წააგო, რამდენი ხმა დაკარგა ოცნებამ, რამდენს მოიმატებს ყოფილი ოცნება, რა მოუვა პატარა პარტიებს და როგორ იხეირებს ენმ.
ახლა სხედან სტუდიებში და ოცნებობენ სანქციების დაწესებაზე ქვეყნისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის.
არჩევნებით და ბოიკოტით რა ამოცანის გადაჭრაც ვერ მოხერხდა, ცდილობენ ე.წ. პრაიდის გამოყენებით მიაღწიონ.
მთავარი ამოცანა წამოსცდა დღეს ერთ-ერთ პოლიტიკოსს, – ვერ მოხდეს 43%-ანი ბარიერის გადალახვა.
P.S. ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წუხილს გამოთქვამს, რომ გუშინ უფრო მეტი შესძლეს. ნეტა რა იგულისხმა?!”, — წერს სალუქვაძე.