მდუმარე აქციასა და კონტრაქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის წინ დაანონსებულ მდუმარე აქციასა და კონტრაქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა “მდუმარე აქცია”, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ – ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.