შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას მოიწვიონ საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება ეს საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, შემდეგ დატოვეთ პარლამენტი

“უპირველესად სრული სოლიდარობა ჟურნალისტებს! მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა!”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც პარტია ავრცელებს.

ნათელაშვილი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, მოიწვიონ საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, შემდეგ კი დატოვონ პარლამენტი.

“უპირველესად სრული სოლიდარობა ჟურნალისტებს! მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა!

გუშინ დედაქალაქი კონტროლდებოდა მოძალადე პირების მიერ და პრაქტიკულად, სახელმწიფო აღარ არსებობდა. მარშიც და ანტიპრაიდიც დაგეგმილი იყო მხოლოდ ხელისუფლების მიერ იმისათვის, რომ ეჩვენებინა საკუთარი ძალა, დაეპირისპირებინა საზოგადოება ერთმანეთისთვის, გაეღვივებინა სამოქალქო შუღლი განემტკიცებინა ფსიქო- დიქტატურა, ხოლოდ კრიზისი რომელიც ამდენი ხანი გრძელდებოდა, გამოეცხადებინა საკუთარ გამარჯვებად. აი, რა იცის შარლ მიშელზე ხელმოწერამ, პარლამენტში შესვლამ და ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე ხმის მიცემამ.

დღეს მე მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას მოიწვიონ საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება ეს საუკუნის ვანდალიზმი ჟურნალისტთა მიმართ, შემდეგ დატოვეთ პარლამენტი, სადაც შეხვედით უმძიმესი შედეგებით და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ამ ყველა უბედურების უმთავრესი ორგანიზატორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ საერთაშორისო სანქცირებას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისი დამთავრდეს ხალხის სასარგებლოდ. სხვა შემთხვევაში ჩვენ გველოდება უმძიმესი შედეგები.

ჩემი რჩევა ლგბტ მარშის ორგანიზატორებს: თქვენ აქცია და მსვლელობა უნდა მოაწყოთ ივანიშვილის სასახლესთან. რადგან მან მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და მან აიღო პასუხისმგებლობა თქვენი უფლებების ყოველმხრივ დასაცავად და მან მან დაგეგმა ეს პროვოკაციაც.

ჩემი რჩევა ანტიპრაიდისტულ მოძრაობაში მონაწილე ვაჟკაცებს: თქვენ, აქცია უნდა მოაწყოთ ივანიშვილის სასახლესთან რადგან მან მიიღოს ის კანონი რომელსაც თქვენ ებრძვით. ყველა გზა ისტორიულად, რომში მიდიოდა და აქ ყველა გზა მიდის ივანიშვილთან, ყველა უბედურების სათავე და დამგეგმავი არის არის ეს ათასწლეულის ბოროტება. ეს არის სამწუხარო რეალობა და ყველა ამის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ უნდა ვიმოქმედოთ დროზე იმ პარამეტრებში, რის თაობაზეც მოგახსენეთ.

კიდევ ერთხელ უდიდესი სოლიდარობა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჩვენს ჟურნალისტებს, ვუსურვებ ძალიან მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას და ჩემს ქვეყანას ვუსურვებ არასოდეს ასეთი ძალადობა არ განმეორებულიყოს. ვისაც გული ერჩის სამშობლოსათვის, პრაიდელებიც და ანტიპრაიდელებიც, ჩადით ახლა ღობავენ ატოცს რუსი ოკუპანტები და იქ გვაჩვენეთ თქვენი პატრიოტიზმი, რომელიც საერთოდ არაა დამოკიდებული სექსუალურ ორიენტაცია”, – აცხადებს ნათელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები