“სირცხვილია” გუშინ აქციაზე მყოფი მოძალადეების ფოტოებს ავრცელებს – “დაგვეხმარეთ მათ იდენტიფიცირებაში”

გუშინდელ აქციაზე ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი ადამიანების ძებნა და იდენტიფიცირება გრძელდება.

მოძრაობა ,,სირცხვილია” მოძალადეების ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებას მათ იდენტიფიცირებაში დახმარებას სთხოვს.

,,ფოტოებზე ჩანს მოძალადეთა ის ჯგუფები, რომლებიც გუშინ შეიჭრა ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის ოფისის სადარბაზოში. აღნიშნულმა პირებმა ფიზიკურად იძალადეს ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფზე და დააზიანეს მათი ტექნიკა. მათ ასევე დააზიანეს სადარბაზოს შიდა ინფრასტრუქტურა და სცადეს კორპუსის მაცხოვრებლებთან შეჭრა.
დაგვეხმარეთ მათ იდენტიფიცირებაში,”- ნათქვამია ,,სირცხვილიას” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები