თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე, 100 000 ჯავშანია გახსნილი და ელოდება მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და მივიდნენ ვაქცინაციისთვის შერჩეულ ცენტრებში
“ამ ეტაპზე, 100 000 ჯავშანია გახსნილი და ელოდება მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და მივიდნენ ვაქცინაციისთვის შერჩეულ ცენტრებში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
„მოგეხსენებათ, ბოლო ორი დღის განმავლობაში კიბერშეტევის გამო ხარვეზებით მუშაობდა პორტალი, ამდენად, დღეს ახალი შემთხვევების რეგისტრაციის მაჩვენებლები დაჯამდა, ამდენად შემთხვევევის რაოდენობა გარკვეულწილად უფრო მაღალია, რაც ყოველდღიურ, ჭეეშმარიტ მაჩვენებლებს არ ასახვს, თუმცა, მაინც შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს აღემატება, ეს, რა თქმა უნდა, საყურადღებო მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა 3 000-ს აღწევს, 2 961 იყო დილის მდგომაოებით. ჰოსპიტალური სექტორი რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში, რათა შემთხვევების მართვა შესაფერისად მოხეს.
გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ მიიღო მილიონი დოზა ვაქცინა, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“. გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რაც ელოდება მოქალაქეს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და მივიდნენ ვაქცინაციისთვის შერჩეულ ცენტრებში. 160 დაწესებულება რის ჩართული ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამაში. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის, ისე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის საშუალებით, რაც გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის გვერდზე. აგრეთვე, შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქვე მოხდეს მოქალაქის დარეგისტრირება, თუ ის სხვა გზით რეგისტრაციას ვერ ახერხებს.
ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული. ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადების მქონე პირი, რომელიც არის სახლს მიჯაჭვული, არ შეუძლია გადაადგილება და სჭირდება ბინაზე ვაქცინაციის მოთხოვნა, 15 22 იღებს ამ მოთხოვნას და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება უკვე ამცრელი ბრიგადის ორგანიზება ბინაზე. 100-მდე ასეთი მოქალაქე არის აცრილი ამ დროისთვის. გრძელდება ესენციური ჯგუფის ვაქცინაცია, შსს-ს, თავდაცვის სისტემის, პენიტენციური სისტემის ფარგლებში. მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისა და სახელმწიფო უწყების ფარგლებში მოწოდება თანამშრომლებისთვის, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში.
დაახლოებით, 27 000 ჯავშანი იყო დილის მდგომარეობით, სწრაფად იმატებს. შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, მნიშვნელოვანია, ნუ გადადებს მოქალაქე ვაქცინაციას და ჩაეწეროს. მეტის მოლოდინი გვქონდა და ვფიქრობთ, მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.