ვინ არიან სისხლიანი დღის შემქმნელები და აქციის აგრესიული ორგანიზატორის ირონიული კომენტარი

ჰომოფობიური აქციის მონაწილეების ნადირობის ერთი დღე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე დღეს დაკავებებით გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი -38, 39 და 42 წლის მამაკაცები დააკავა. მათგან ორი წარსულში უკვე ნასამართლევია. გამოძიება დაკავებულებს ძალადობას და ძალადობის მუქარით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამის პარალელურად სოციალურ ქსელში საკმაოდ გააქტიურდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეები. ავრცელებენ სხვადასხვა მოწოდებებს და საკუთარ თავებს “რწმენისა და სამართლიანობისთვის მებრძოლ ვაჟკაცებად” რაცხავენ.

ერთ-ერთი ასეთი ქუთაისელი დავით კუტალაძეა. რომელიც სოციალურ ქსელში ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა. ის “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციებშიც აქტიურად იყო ჩართული და სამართალდამცველებთან დაპირისპირებებშიც მონაწილეობდა.

“თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, დავით კუტალაძესთან ერთად ჩართული იყვნენ მისი მეგობრებიც, ბექა ბერიშვილი, ზურა არველაძე და გიგა ჩაკვეტაძე. კუტალაძის მუშტმოღერებული ფოტო უკვე მსოფლიომ იხილა, როგორც მისი ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, ამაყობს იმით, რომ სამყარომ ის ამ ფორმით გაიცნო და წუხს, რომ აქციაზე ყველა ჟურნალისტს “ვერ დაეწია”.

ჩვენ კი, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად განაცხადების გასაკეთებლად ემზადება, როგორც ქვეყანას, რომლის ეკონომიკის ძირითადი ნაწილიც ტურიზმზეა დამოკიდებული, გუშინდელი ძალადობის ქრონიკებით რისკები იმისა, რომ ეკონომიკური დოვლათის შესაქმნელად ქვეყანაში ტურისტი აღარ ჩამოვა, ნატოში შესასვლელად მაპ-საც ვერ მივიღებთ და ევროკავშირის წევრებიც ვერ გავხდებით საგრძნობლად გაიზარდა.

მედიაზე თავდასხმებისა და ძალადობის შემდეგ, “კვირამ” მიიღო გადაწყვეტილება გაგაცნოთ ის მოძალადეები, მათი თანამოაზრეები და გულშემატკივრები, რომლებმაც გუშინ, 5 ივლისს სრულიად უკანონოდ ძალადობრივად ხელი შეგვიშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ჟურნალისტებზე “ნადირობის” დროს არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები