როგორია ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს
ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, სტაბილურია.
ალადაშვილის სახელობის კლინიკის ქირურგის, კახა დაგნაძის თქმით, პაციენტი სტაციონალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
“ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შემდეგ, მდგომარეობა სტაბილურია. ღამის განმავლობაში რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია, სუნთქვის პარამეტრები, ჰემოდინამიკის მაჩვენებლები არის სტაბილური, გრძელდება სტაციონალური დაკვირვება”, – განაცხადა ექიმმა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.