მედიაჰოლდინგ “კვირას” განცხადება

მედიაᲰოლდინგი “კვირა” სოლიდარობას უცხადებს ყველა დაშავებულ ჟურნალისტს, ოპერატორსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს, ვინც დღეს ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მხრიდან ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

ვგმობთ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას.
მედია არის ხელშეუხებელი, ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქტი არის გამოხატვის თავისუფლებისა და კანონით მინიჭებული უფლების – პროფესიული საქმიანობის შესრულების ხელშეშლა, რაც დასჯადი ქმედებაა.

იმედი გვაქვს, სამართალდამცავი სტრუქტურები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ ყველა მოძალადის იდენტიფიცირებას და ისინი შესაბამისად დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები