Deutche Welle: თბილისში 20-მდე ჟურნალისტი ლგბტ-მარშის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციის წევრები პრაიდის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. ამის შესახებ Deutche Welle წერს.
მათივე ცნობით, ძალადობის შედეგად, 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ ბოთლებს, ქვებს ესროდნენ და ჯოხებს ურტყამდნენ, დაზიანებულია ტექნიკა.

DW წერს, რომ მომხდარის შედეგად დაშავდნენ “რადიო თავისუფლების”, “რუსთავი2”-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და სხვები.

მედიასაშულებების არაერთი წარმომადგენელი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ასევე, Deutche Welle წერს, რომ რადიკალურად განწყობილი ათობით ჰომოფობი Tbilisi Pride– ის ოფისის წინ შეიკრიბა. მათი ნაწილი შენობის აივანზე ავიდა, ფასადიდან დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა.

აღინიშნება, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები