როგორია დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი, მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმის განცხადებით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

“აქციის ადგილიდან 4 პირია მოყვანილი. მათგან ერთს ოფთალმოლოგის კონსულტაცია დასჭირდა. მას გაეწია შესაბამისი დახმარება და გაწერილია კლინიკიდან. ერთი პიროვნება იყო თავის ტრამვით, მოტეხილობით, მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება და საოპერაციოშია აყვანილი. 3 პაციენტი ამჟამად კვლევის სტადიაში”, – აცხადებს “ნიუ ჰოსპიტალის” ექიმი.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოირჩეოდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღეს განვითარებული მოვლენების დროს 20- მდე ჟურნალისტი და ოპერატორია დაშავებული.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტების გამოძიება და მედიის წარმომადგენლები ამ წუთებშიც გამოკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები