ბრიტანეთის საელჩო: ძალადობა, ლგბტქ+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას

ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები