გურამ ფალავანდიშვილი: ჩვენ თუ წავალთ, ხომ გამოვლენ, დღეს ღამის 12-მდე უნდა ვიდგეთ ყველგან
,,ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის” ხელმძღვანლის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ,,პრაიდის” მოწინააღმდეგეები ღამის 12 საათამდე არ დაიშლებიან.
,,დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოდიან, მაგრამ ჩვენ თუ წავალთ, ხომ გამოვლენ. დღეს ღამის 12-მდე უნდა ვიდგეთ ყველგან, თუ ზეგ, მაზეგ, დაუანონსებელზე ვიღაც გამოვა, ეს უკვე აღარაა ,,პრაიდი”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
დღეს “ღირსების მარში” აღარ გაიმართება.