როგორია დაშავებული ჟურნალისტების მდგომარეობა – ექიმის განმარტება

რუსთაველის გამზირზე ნაცემი, მედიის წარმომადგენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ,,ნიუ ჰოსპიტალის” ექიმმა, მიხეილ ბერიაშვილმა ისაუბრა.

,,არის აქციის ადგილიდან 4 ადამიანი მოყვანილი, ამათგან ერთს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაწერილია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო ტრავმით, თავის ტრავმით და საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება  ქირურგიული ჩარევა. 3 პაციენტი კვლევის სტადიაშია”, – განაცხადა ექიმმა.

“ღირსების მარში” დღეს აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დასხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები