სერგი კაპანაძე – საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ვისაც უნდა, თავისი ჯიბიდან დააფინანსოს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგი კაპანაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყნის ბიუჯეტიდან საპატრიარქოზე არცერთი თეთრი აღარ უნდა დაიხარჯოს.
როგორც კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, ვისაც დაფინანსების სურვილი აქვს, საკუთარი ჯიბიდან შეუძლია, ეს გააკეთოს.
“როცა ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყნის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი აღარ უნდა დაიხარჯოს საპატრიარქოზე. არცერთი! ვისაც უნდა, რომ თავისი ჯიბიდან დააფინანსოს, პირდაპირ შეუძლია, ასე მოიქცეს”, – წერს სერგი კაპანაძე.