საქართველოს მთავრობამ „აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო
მათივე ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს აკვაკულტურის ტიპებს და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში როგორც ბიზნესოპერატორი. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მდგრადი აკვაკულტურის საქმიანობისათვის.
გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესს, რომლის მიზანია: აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის შეფასება, რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება; და წყლის ეკოსისტემების დაცვა.
ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ არის მომზადებული, – აღნიშნულია ინფორმაციაში.