გიგა ბოკერია: საკითხის დასმა, რომ დღეს რადგან ვერ სცემეს აქტივისტები, კარგია, უკვე ნიშნავს, როგორ რთულ მდგომარეობაში ვართ
“საკითხის დასმა, რომ დღეს რადგან ვერ სცემეს აქტივისტები, კარგია, უკვე ნიშნავს, როგორ რთულ მდგომარეობაში ვართ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მცდელობა ადამიანებისა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობას სჩადიან, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, სწრაფად უნდა აღეკვეთათ.
„კარგია, რომ მოძალადეებს, პროპუტინულ მოძალადეებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკური მოკავშირეები არიან, გუშინ ფიზიკური თავდასხმის შესაძლებლობა თავად აქტივისტებზე არ ჰქონდათ, მაგრამ ვინც ამისკენ მოუწოდებს, მასობრივად არ აკავებენ. იქ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო და ყველა კანონს არღვევდა. ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ ტესტი ჩაბარებულია. საკითხის დასმა, რომ დღეს რადგან ვერ სცემეს აქტივისტები, კარგია, უკვე ნიშნავს, როგორ რთულ მდგომარეობაში ვართ. მცდელობა ადამიანებისა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობას სჩადიან, მათ შორის პოლიციელების მიმართ, სწრაფად უნდა აღეკვეთათ. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის სახლთან ვინმე რომ ასე იქცეოდეს, რა მოხდებოდა. ეს გვაჩვენებს ჩვენ განსხვავებას. ეს კრიტიკა არ არის რიგითი პოლიციელების, ეს არის კრიტიკა პოლიტიკური ნების, რომ ამ ჯგუფების ლიდერები, რომლებიც ღიად არღვევენ კანონს, დღემდე შეგიძლიათ ტელევიზორში უსმინოთ, როცა გუშინ ვიხილეთ, როგორ მოუწოდებდნენ, აორგანიზებდნენ ძალადობას და თვითონაც ძალადობას სჩადიოდნენ“, – განცხადა გიგა ბოკერიამ.
„თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.