“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა
“თბილისი პრაიდის” კვირეულის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით “პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეუზღუდავად ხორციელდება.
ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი დახურული ღონისძიება სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს. პოლიცია “პრაიდის” მოწინააღმდეგეებს ღონისძიების მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს.