თამარ გაბუნია: ვმუშაობთ მოლებთან, რათა შეიქმნას დამატებითი კაბინეტები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინაცია ჩაიტარონ

“ვმუშაობთ მოლებთან, რათა შეიქმნას დამატებითი კაბინეტები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინაცია ჩაიტარონ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკებს აქვთ გაფართოების შესაძლებლობა იმგვარად, რომ თვის განმავლობაში სულ მცირე ნახევარი მილიონი აცრა ჩატარდეს.

„იგეგმება დამატებითი სივრცეების მოწყობა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ. ერთი ასეთი სივრცე უკვე მოქმედებს „ჰუალინგის“ კომპლექსში და ახლა ვმუშაობთ მოლებთან, რათა შეიქმნას დამატებითი კაბინეტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კვალიფიციური სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში ჩაიტარონ ვაქცინაცია. ვფიქრობთ, აქტივობა იქნება მაღალი. თითოეულ ამ კლინიკას აქვს გაფართოების შესაძლებლობა იმგვარად, რომ თვის განმავლობაში ჩვენ, სულ მცირე, ნახევარ მილიონ აცრას ჩავატარებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები