თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 75 წლამდე ქალი გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, გადმოვარდნის შემდეგ ქალი კონტაქტური იყო და ამ ეტაპზე ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.