გიორგი თაბაგარი – “თბილისი პრაიდზე: არ ვაპირებთ უკან დახევას, გავალთ იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გამოვხატოთ

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

თაბაგარის თქმით, ისინი უკან დახევასა და გეგმების შეცვლას არ აპირებენ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ სეკულარიზმის კრიზისი გრძელდება და ეს ინსტიტუცია თავს უფლებას აძლევს, სახელმწიფოს მოუწოდებს, რა და როგორ გააკეთოს. იმედი მაქვს, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და საპატრიარქოს პოზიცია დარჩება მათ მშვიდობიან გამოხატულებად და არ გადაიზრდება ძალადობაში. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, 5 ივლისს არის დაგეგმილი ღირსების მარში, უამრავი ადამიანი აკეთებს ამას და მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. გავალთ იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გამოვხატოთ”, – განაცხადა თაბაგარმა.

ცნობისთვის, საპატრიარქომ “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები