დიმიტრი ხუნდაძე – ,,პრაიდზე”: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მცირე გაუგებრობასაც არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საკითხი, რომელიც შეიცავს რისკებს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს
“სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მცირე გაუგებრობასაც არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საკითხი, რომელიც შეიცავს რისკებს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია.
„ქვეყნის უსაფრთხოებაზე ყველამ უნდა იფიქროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ თუნდაც მცირე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საკითხი, რომელიც შეიცავს რისკებს, ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მისმა ორგანიზატორებმა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების სტაბილურობა იყოს დაცული“, – განაცხადა ხუნდაძემ.
თბილისში ,,პრაიდის” კვირეული 1-5 ივლისისთვისაა დაგეგმილი.