შალვა ნათელაშვილი: 2020 წელს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოხდა შეთანხმება, რომ “ლეიბორისტებს” საარჩევნო კომისიაში 3700 წევრი ეყოლებოდა – “ოცნებამ” ეს შეთანხმება დაარღვია
“2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენს პარტიას საარჩევნო კომისიის წევრი 3700 კომისიაში ეყოლებოდა”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ეს შეთანხმება დაარღვია. ნათელაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს აკრიტიკებს.
,,ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, სამაგიეროდ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაღაც გადახრები იყო, თუმცა, აღნიშნული რამ შეთანხმებული არ ყოფილა თურმე. ამის გამო მე იძულებული ვარ, განვაცხადო, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდა საკითხი, რომ ჩვენს პარტიას ეყოლებოდა 3700 კომისიაში საარჩევნო კომისიის წევრები, ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. ამრიგად, დაირღვა აღებული ვალდებულება, ხოლო მოდერატორებიდან, გარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას”, – განაცხადა ნათელაშვილმა.