“ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს მზეთუნახავი სასამართლოში არ მოიყვანონ” – გიგი უგულავას პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.
პროცესზე გამოსაკითხი ბადრი გავაშელიშვილი არ მისულა, რამაც უგულავას უკმაყოფილება გამოიწვია.
“პროკურატურა გავაშელიშვილს მალავს, ჯერ გამოგვიცხადეს, დასავლეთ საქართველოშია და უნდა ჩავრთოთო, რაც გავაპროტესტეთ. შემდეგ ჩართეს და აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩნდა. შეკითხვაზე, როდის ბრუნდება – ჯერ თქვა, რომ დასაფლავებაზეა, მერე თქვა, რომ ცუდად არის. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მზეთუნახავი სასამართლოში არ მოიყვანონ”, – აღნიშნა უგულავამ.
გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.