ოქრუაშვილი ოპოზიციას: ამათი თანამდებობებისთვის მიწვალია 20 ივნისს და ვმჯდარვარ ციხეში
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა „ერთობაშია“ საპარლამენტო თანამდებობებს ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით, ფრაქციის ლიდერი ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს.
ფრაქციის თავმჯდომარის მიმართვაში იმ დეპუტატების სია წერია, რომლებმაც საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობები უნდა დაიკავონ.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა: „არც ვაშაძე იყო ჭიჭე და არც ესენი ჭაჭე, ყველანი ერთად ბედკრული ქვეყნის ჭუჭუები ყოფილიყვნენ. ამათი თანამდებობებისთვის მიწვალია 20 ივნისს და ვმჯდარვარ ციხეში“, – წერს ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის გამო დააკავეს. მან საპატიმრო დაწესებულებაში 10 თვე გაატარა.