ნინო ლომჯარია: ჩვენი მიზანი იყო, ნინოწმინდის პანსიონში გავცნობოდით ბავშვებს, ასევე გავეცანით დოკუმენტაციას, რომელიც პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია
ჩვენი მიზანი იყო, ნინოწმინდის პანსიონში გავცნობოდით ბავშვებს, ასევე ადგილზე გავეცანით დოკუმენტაციას, რომელიც პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანსიონში ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მითივე თქმით, პანსიონში მონიტორინგი გაგრძელდება.
„ეს იყო პირველადი და გაცნობითი შეხვედრა. იყო ბავშვებისგან გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები, შიშები. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, გავცნობოდით ბავშვებს. გავეცანით ადგილზე დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია დოკუმენტაცია.
დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული. ჩვენთან თანამშრომლობაზე დავინახე სრული მზაობა.
გავაგრძელებთ ბავშვების დოკუმენტაციის შესწავლას, ვგულისხმობ ბაზებს. განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ. ბუნებრივია, ბავშვებს აქვთ ბარიერი, ჩვენ ნანახი ვყავართ მხოლოდ ტელევიზიით და ჩვენ შესახებ ცუდი სმენიათ აღმზრდელებისგანაც. ეს იყო პირველი შეხვედრა და ბუნებრივია, ბარიერი იქნებოდა. ვგეგმავთ მომავალში უფრო საფუძვლიან ვიზიტებს და გავაგრძელებთ მონიტორინგს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.