მამუკა ხაზარაძე – პრემიერს: ეკონომიკის ახლანდელი მინისტრი ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს

„ეკონომიკის მინისტრი ესწრება სხდომას და ის ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ გაგაჩნიათ”, – ასე მიმართა პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და ანაკლიის პროექტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

“თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესიო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში.
ამიტომ შეხვდით სასწრაფოდ ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონსა და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის მერე ინვესტორებიც გამოჩნდებიან”, – განაცხადა ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები