დიმიტრი გვრიტიშვილი: პოლიტიკური შეთანხმება სავალდებულო შესასრულებლად სასამართლო ხელისუფლებისთვის ვერ იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმება პოლიტიკური დოკუმენტია და სასამართლოსთვის მისი შესრულება სავალდებულო არ არის.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებას კონსტიტუცია და კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ დაემორჩილოს მხოლოდ კანონს.

“პოლიტიკური შეთანხმება სავალდებულო შესასრულებლად სასამართლო ხელისუფლებისთვის ვერ იქნება. ერთი, რომ აქტორი ამ შეთანხმებისა სასამართლო ხელისუფლება არ ყოფილა და მეორე, სასამართლო ხელისუფლებას კონსტიტუცია და კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ დაემორჩილოს მხოლოდ კანონს.

პოლიტიკური შეთანხმება, მანამ სანამ დარჩება, როგორც პოლიტიკური შეთანხმება და არ აისახება მისი კონკრეტული დებულებები კანონის, სამართლის ნორმებში, ჩვენთვის ის შესასრულებლად სავალდებულო ვერ იქნება”, – განაცხადა გვრიტიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები