ახალი კვლევის თანახმად, ალუმინის შემცველი დეოდორანტი კიბოს არ იწვევს
ბოლო პერიოდია, ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება. იმატებს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს? , – ამის შესახებ დერმატოლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს და ახალი კვლევის შესახებ საუბრობს.
,,ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია – გარკვეული წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა, გააღიზიანოს კანი, რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს.
https://www.redjournal.org/article/S0360-3016(11)03661-3/abstract
ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.
ასე რომ, გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის (Aluminum Chloride) შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა, არაფრისმომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები”, – წერს ზაზა თელია.