ხულოში მანქანა ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევას ხულოს მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი ხევში გადავარდა, დაღუპულია მანქანის მძღოლი.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.