სალომე ზურაბიშვილი: გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის გასვლას გამოეხმაურა.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლისთავია. გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის მეტისთვის – კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი.